27 ნოემბერი 2026,   23:50
ვრცლად
ცდილობენ ტყუილი აქციონ ფაქტად, კოლექტიური კანდელაკები მოტივირებულები არიან, რომ გააშავონ ხელისუფლება - ლევან მახაშვილი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე

კარგად ვხედავთ როგორ აგებენ ამ ბადეს/ქსელს, როდესაც ცდილობენ ტყუილი აქციონ ფაქტად. მაგრამ, რაც არ უნდა გააკეთონ, ტყუილი ვერ იქცევა ფაქტად, - ასე გამოეხმაურა ლევან მახაშვილი Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორიც საქართველოს აშშ-ის ყოფილ მოკავშირედ მოიხსენიებს და აცხადებს, რომ ის ირანის ორბიტისკენ იხრება, რაც ტრამპის სტრატეგიას საფრთხეს უქმნის.

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, თუ კარგად მოხდება იმის შესწავლა, თუ საიდან მოდის ამგვარი ინფორმაციები, ყველა მიხვდება, რომ ამას ადამიანები აკეთებენ, რომლებსაც ხელისუფლების გაშავების სუბიექტური ინტერესები აქვთ.

"კარგად ვხედავთ როგორ აგებენ ამ ბადეს/ქსელს, როდესაც ცდილობენ ტყუილი აქციონ ფაქტად. მაგრამ, რაც არ უნდა გააკეთონ, ტყუილი ვერ იქცევა ფაქტად. ეს ქსელი რასაც აგებენ, საბოლოო ჯამში, თვითონ გაიხლართებიან ხოლმე ამ ბადეში.
კარგად, დეტალურად თუ ჩავყვებით საფუძველში, თუ საიდან მოდის და რა არის ძირითადი წყარო ამგვარი ინფორმაციების, კარგად ვხედავთ, რომ ესენი არიან კოლექტიური კანდელაკები, რომლებიც მოტივირებულები არიან, სუბიექტური ინტერესია მათი, რომ გააშავონ ხელისუფლება, თუნდაც ამისთვის დასჭირდეთ აბსოლუტური ტყუილები და ამ ტიპის ბრალდებების გაცხადება", - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

"ჰადსონის ინსტიტუტის“ ანგარიშზე დაყრდნობით, რომელიც გიორგი კანდელაკმა და ლუკ კოფიმ მოამზადეს Washington Post-ი სარედაქციო წერილს აქვეყნებს. რედაქტორთა კოლეგია სტატიაში წერს, რომ საქართველო ამერიკას შორდება და ირანის ორბიტაზე გადადის.

სტატიის ავტორები არგუმენტად ასახელებენ „ჰადსონის ინსტიტუტის“ ბოლო ანგარიშს, სადაც კოფი და კანდელაკი წერენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ირანთან საეჭვო კავშირები აქვს, თუმცა ტრადიციულად ამის დამადასტურებლად არცერთი ფაქტი და მტკიცებულება არ მოჰყავთ.

დღის ამბები