27 ნოემბერი 2026,   22:47
ვრცლად
"მათ არც მორალური უფლება აქვთ, არც არანაირი ლეგიტიმური უფლება, რომ დამოუკიდებლობის სახელით ისაუბრონ" - ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

2011 წლის 26 მაისიდან 15 წელი გავიდა - დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმიდან, რომლის დაწყებამდეც რამდენიმე საათით ადრე საპროტესტო აქცია, მაშინდელმა ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია და ძალის გამოყენებით დაშალა.

ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს რომ განსხვავებული აზრის მქონე ხალხის მკვლელი ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტი პარტიები დღეს სიტყვის თავისუფლებაზე საუბრობენ.

"მათ არც მორალური უფლება აქვთ, არც არანაირი ლეგიტიმური უფლება, რომ დამოუკიდებლობის სახელით ისაუბრონ, იმიტომ რომ ზუსტად ეს აქციები სხვაზე დამოკიდებულებას და სხვაზე მონურ მორჩილებას ემსახურება" - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი 26 მაისის აქციას. 

როგორც ნინო წილოსანი ამბობს, საზოგადოებას კარგად ახსოვს 2011 წლის 26 მაისი და სასტიკი დარბევა. 

"ნაცმოძრაობა, რომელსაც უკავშირდება 2011 წლის 26 მაისს სისასტიკე, დღეს გვევლინება ამ დღის განსაკუთრებით აღმნიშვნელად. რა თქმა უნდა, ეს ირონიაა და ყველაზე დიდი დაცინვა ქართველი ხალხის მიმართ. ზუსტად ამიტომ არის, რომ ისინი ვერანაირ გამოხმაურებას ვერ პოულობენ არა თუ მთლიანად ქართულ საზოგადოებაში, არამედ საკუთარ ამომრჩეველსაც ალბათ ახსოვს, როგორ უსწორდებოდნენ 26 მაისს ამ დღის აღსანიშნავად გამოსულ ადამიანებს. ამიტომ, მათ არც მორალური უფლება აქვთ, არც არანაირი ლეგიტიმური უფლება, რომ დამოუკიდებლობის სახელით ისაუბრონ, იმიტომ რომ ზუსტად ეს აქციები სხვაზე დამოკიდებულებას და სხვაზე მონურ მორჩილებას ემსახურება," - აცხადებს ნინო წილოსანი.

 

 

 

 

დღის ამბები