"უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს", - აცხადებს დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი. შაჰინი საფრთხეებზე და დასავლეთის ინტერესებზე საუბრობს.
"უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს. უნდა იყოს რუსეთზე ზეწოლის შესაძლებლობა, რათა ეს ომი დასრულდეს ამერიკისა და დასავლეთის სასარგებლოდ. ეს პირდაპირ კავშირშია ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებასთან, რადგან თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, ეს ვლადიმერ პუტინს NATO-ს წევრ ქვეყანაში შეჭრის კარტ-ბლანშს მისცემს. ეს გააძლიერებს სი ძინ პინს", - ამბობს ჯინ შაჰინი.