27 ნოემბერი 2026,   18:37
ვრცლად
რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემოა, ის Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად, სინამდვილეში კი Facebook-ის ერთი ფრენდლისტია - შალვა პაპუაშვილი 26 მაისის აქციაზე

"ვფიქრობ, გუშინდელი საღამო იყო ფინალური აკორდი იმის დასანახად, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს უკეთეს ოპოზიციას," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 მაისს ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი ლიდერის მხრიდან იყო მცდელობები, რომ რადიკალური მუხტი გაჩენილიყო, თუმცა ეს უშედეგოდ დასრულდა.

"როგორც იტყვიან: რაც არ უნდა ჭირი მალო, ჭირი თავს მაინც არ დამალავსო - არ დამალა ამ ჭირმაც თავი და გუშინ ჩვენ ვნახეთ "ნაცმოძრაობის" აქცია მთელი თავისი ესთეტიკით, პლაკატებით, მოწოდებებით, სახეებით, მიხეილ სააკაშვილის და მისი რეჟიმის მაღალჩინოსნების - გვარამიას, ბოკერიას, ვაშაძის მიერ ორგანიზებული ღონისძიება.

ეს არის ის, რაც დაინახა ქართველმა ხალხმა - ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ გახლიჩონ საზოგადოება მაშინ, როცა ქვეყანა ზეიმობს, ჩააშხამონ ადამიანებს ზეიმი. გუშინ ვნახეთ მათი მცდელობები, რომ რამენაირად ყოფილიყო რადიკალური მუხტი მათი მხრიდან, მაგრამ ეს მუხტიც აღარ აქვთ უკვე და დაკარგულია დიდი ხანია.

ვფიქრობ, გუშინდელი დღე იყო განაჩენი რადიკალური ოპოზიციისთვის - ის რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც მათ გარშემო არის შემოკრებილი, არის ზუსტად ის Facebook-ბაბლი, რომელსაც თავი წარმოუდგენია საზოგადოებად და, სინამდვილეში, Facebook-ის ერთი ფრენდლისტია," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები