თელასის ცნობით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 28 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ბანძელაძის, ფერმწერთა, ნუცუბიძის, ტაბიძის, კაპანელის და ქანთარიას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.