ქუთაისში 26 მაისი ინოვაციური, ტექნოლოგიური და მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნება. ქუთაისის ცენტრალური ნაწილი დღეს სამეცნიერო და გასართობ სივრცედაა ქცეული.
"უახლოეს მომავალში, ქალაქ ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში გაიხსნება რეგიონის მასშტაბით უპრეცედენტო ტექნოლოგიური ჰაბი. სწორედ ამიტომ, წელს გადავწყვიტეთ, ქალაქ ქუთაისში დამოუკიდებლობის დღისთვის, მისი მინი მოდელი, ე.წ. სტენდის სახით წარმოგვედგინა. იქნება წარმოდგენილი ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მომავალში ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება,"- აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
ქალაქში მოსულ სტუმრებს დილიდანვე ტექნოლოგიური ვორქშოფები ხვდებათ. ქუჩებში მსვლელობას მართავს ორკესტრი.
ცენტრალურ მოედანზე გახსნილია სპორტული სივრცეები, მოწყობილია კვების ზონები.