05 აგვისტო 2026,   10:02
ვრცლად
გეკა გელაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გეკა გელაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.

ღონისძიების ფარგლებში, მოქალაქეებს სიტყვით მიმართეს და დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა.

წელს ეროვნულ დღესასწაულზე სამხედრო ფიცი, ღვთისა და ერის წინაშე, 600-მა წვევამდელმა თბილისსა და საქართველოს 12 რეგიონში, უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან დადო.

დღის ამბები