05 აგვისტო 2026,   16:31
ვრცლად
"მაშინ ჩვენ ოთხივე მხრიდან ალყა დაგვარტყეს, მიზანი იყო, რომ ელემენტარულად ცემით მოეკლათ და ჩაეხოცათ ხალხი, რაც კიდევაც მოჰყვა ამ სასტიკ დარბევას" - ირაკლი ბათიაშვილი 2011 წლის 26 მაისზე

დღეს, 15 წელი გავიდა 2011 წლის 26 მაისიდან, როცა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო აღლუმამდე, რამდენიმე საათით ადრე, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალის გამოყენებით დაშალა. ხელკეტები, ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი - 4 დაღუპული, ასეულობით დაშავებული და დაკავებული დემონსტრანტი.

აქციის მონაწილეები 15 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ დემონსტრანტებს, რუსთაველის გამზირზე ყველა გასასვლელი ჩაუკეტეს და ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცეს.

ირაკლი ბათიაშვილის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის", ანუ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მხეცური და ბრუტალური ქმედებით შებღალა 26 მაისი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ქართველი ხალხისთვის.

პოლიტიკოსი იხსენებს, რომ მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის უკან დასახევი გზა არ დაუტოვებიათ, არამედ ოთხივე მხრიდან ალყა შემოარტყეს, რისi მიზანიც, მისი თქმით, ცემით ხალხის ჩახოცვა იყო, რასაც სასტიკი დარბევა მოჰყვა.

"ნაციონალურ მოძრაობის", ანუ, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა მაშინ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, შებღალა ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და ნათელი დღე - 26 მაისი შებღალა პირდაპირ ამ თვისი მხეცური არაადამიანური, ბრუტალური ქმედებით, რაც მაშინ ჩაიდინეს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

როდესაც არბევენ მანიფესტანტებს, ყოველთვის უკან დასახევ გზას უტოვებენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაშინ ჩვენ ოთხივე მხრიდან ალყა დაგვარტყეს. მიზანი იყო, რომ ელემენტარულად ცემით მოეკლათ და ჩაეხოცათ ხალხი, რაც კიდევაც მოჰყვა ამ სასტიკ დარბევას," - აცხადებს პოლიტიკოსი ირაკლი ბათიაშვილი.

დღის ამბები