„26 მაისი უმნიშვნელოვანესი დღეა თითოეული ჩვენგანისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფლებას, ერთიანობასა და ძლიერ სახელმწიფოებრიობას“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მისი თქმით, წლევანდელი წელი განსაკუთრებულია, რადგან საქართველო ერთდროულად აღნიშნავს როგორც დამოუკიდებლობის დღეს, ისე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს. მინისტრმა მოქალაქეებს ორივე მნიშვნელოვანი თარიღი მიულოცა და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე უნდა აისახოს.