"შესანიშნავი სიახლეა", - ასე აფასებს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჯავიდ გურბანოვი ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარული სამგზავრო მიმოსვლის განახლებას.
მისივე თქმით, სარკინიგზო მიმოსვლის ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელება ორ ქვეყანას შორის კავშირებს გააძლიერებს.
"აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაძლიერებას, გაამარტივებს გადაადგილებას, გააღრმავებს ხალხთა შორის კავშირებს", - აცხადებს აზერბაიჯანის ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე.
ცნობისთვის, დღეს, 6-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად, ბაქოდან თბილისში პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვიდა.