27 ნოემბერი 2026,   10:55
ვრცლად
დღევანდელი დღე გვახსენებს, თუ რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია თავისუფლება, ერთიანობა, ისევე, როგორც ძლიერი სახელმწიფოს იდეა - მარიამ ქვრივიშვილი

"დღევანდელი დღე ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია თავისუფლება, ერთიანობა, ისევე როგორც ძლიერი სახელმწიფოს იდეა", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, ორივე თარიღი - დამოუკიდებლობის დღე და ქვეყნის გაქრისტიანების 1700 წლისთავი საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია.

"მინდა, მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს 26 მაისი - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს თითოეული ჩვენგანისთვის.

დღევანდელი დღე ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ღირებული და მნიშვნელოვანია თავისუფლება, ერთიანობა, ისევე, როგორც ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო ძლიერი, თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც აქვს ძლიერი ეკონომიკა, რაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძველია.

წლევანდელ წელს ორმაგი დატვირთვა აქვს, დამოუკიდებლობის დღესთან ერთად, ასევე, ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის 1700 წლისთავს, რომელიც გულისხმობს საქართველოსვე ქრისტიანობის ეროვნულ რელიგიად გამოცხადებას. ასევე, მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი, რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

დღის ამბები