05 აგვისტო 2026,   19:56
ვრცლად
ერთი დღე ITB China 2026-ის გახსნამდე - საქართველოს სტენდის მოსამზადებელ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ITB China 2026-ის ოფიციალურ გახსნამდე, კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს პავილიონში ეროვნული სტენდის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნენ.

ITB China 2026-ზე საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

გამოფენა 26-28 მაისს გაიმართება.

გამოფენის სტუმრები საქართველოს კულტურას, ანსამბლ "რუსთავის" შესრულებით ქართულ ფოლკლორსა და ტრადიციულ ცეკვას, გასტრონომიას, ღვინის კულტურასა და მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალს გაეცნობიან.

ITB China 2026 აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა, რომელიც წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ტურისტული მიმართულებებისა და კულტურის პოპულარიზაციისთვის.

დღის ამბები