05 აგვისტო 2026,   10:01
ვრცლად
ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე, წარმოდგენილი იქნება მათთვის საინფორმაციო ვიდეო რგოლები, სადაც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან - გიორგი მირცხულავა

ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე, წარმოდგენილი იქნება საინფორმაციო ვიდეო რგოლები, სადაც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი მირცხულავამ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი საღამო კიდევ ერთი დამატებითი მოტივატორი იქნება დამთვალიერებლებისთვის, რათა ეწვიონ საქართველოს პავილიონს და დაწვრილებით შეისწავლონ საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალი.

"წარმოდგენილი იქნება მათთვის საინფორმაციო ვიდეო რგოლები, სადაც საქართველოს ღირსშესანიშნაობებს გაეცნობიან. ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ საღამოს, მუსიკალურად და კულტურულად გააფორმებს ანსამბლი "რუსთავი". დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი საღამო კიდევ ერთი დამატებითი მოტივატორი იქნება დამთვალიერებლებისთვის, რომ ეწვიონ საქართველოს პავილიონს და დაწვრილებით შეისწავლონ საქართველოს ტურისტული და კულტურული პოტენციალი", - განაცხადა გიორგი მირცხულავამ.

ცნობისთვის, საქართველო ITB China-ს ტურისტულ გამოფენაზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგება.

აზიის რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ბოლო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა შანხაის ორ აეროპორტში, ცენტრალურ მოედნებზე - სულ 400-ამდე ლოკაციაზეა გამოფენილი. გამოფენის გახსნამდე, საქართველოს სახელით სპეციალური გალა მიღება გაიმართება, რომელსაც 700-ამდე მაღალი რანგის სტუმარი დაესწრება.

დღის ამბები