27 ნოემბერი 2026,   11:09
ვრცლად
საქართველო შორს იყურება, იცის რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ აქტივებს, ეს ჩვენთვის საამაყო თანამშრომლობაა - Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი

მსოფლიოს უდიდესმა ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებულმა კომპანია Tether-მა თბილისში ახალი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაცია გამართა.

ღონისძიებას კომპანიის ხელმძღვანელი პირები, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაესწრნენ.

მათი განცხადებით Tether-თან თანამშრომლობის მთავარი მიზანი ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა და რეგიონში საქართველოს ტექნოლოგიურ ჰაბად ჩამოყალიბებაა.

Tether-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ კი შესაძლებლობისთვის, რომ საქართველოში ევოლუცია მოხდეს, საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, საქართველომ იცის თუ რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ აქტივებს:

"მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას და პრემიერ-მინისტრს შესაძლებლობისთვის რომ საქართველოში ევოლუცია მოხდეს - ვგულისხმობ ციფრული აქტივების კონსოლიდაციას, საიდანაც მაღალი სარგებელი იმ ქვეყნებს ერგებათ ვინც პირველი აიღებს ამ შესაძლებლობას.

საქართველო ამ მხრივ ძალიან წინ არის, საქართველო შორს იყურება, იცის რა მნიშვნელობა აქვს ციფრულ აქტივებს. ეს ჩვენთვის საამაყო თანამშრომლობაა, გვინდა, რომ საქართველო იყოს მოწინავე ამ მიმართულებით. აქტივების გაციფრულება და ეს ინიციატივა ქართულ ლარს დაეხმარება რომ მთელ მსოფლიოში უფრო მიღებული იყოს, გაიზარდოს მისის ცნობადობაც,"- აცხადებს Tether-ის აღმასრულებელი დირექტორი პაოლო არდოინო.

დღის ამბები