18 ივნისი 2026,   19:17
ვრცლად
პაკისტანში, მატარებელში მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 24 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანში, ბელუჯისტანის პროვინციაში, აფეთქება მოხდა მატარებელში, რომლითაც პაკისტანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები მგზავრობდნენ, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტოს ანონიმურმა ოფიციალურმა წყარომ განუცხადა, რომ აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 24 ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 70 დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სეპარატისტმა მებრძოლებმა აიღეს.

დღის ამბები