ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. 26 მაისს საზეიმო ღონისძიებები ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება, სადაც მთელი დღის განმავლობაში შემეცნებითი, სპორტული და კულტურული აქტივობებია დაგეგმილი.
ზუსტად 17:10 საათზე საზეიმოდ შესრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი, რის შემდეგაც მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი და ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები დაიწყება, საღამოს კი ბენდი "ურსა" დაასრულებს.