18 ივნისი 2026,   10:11
ვრცლად
იმედი მაქვს, ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის გახსნა გააძლიერებს ოთხმხრივ თანამშრომლობას თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის - თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი

სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხებში თურქეთის სპეციალური წარმომადგენელი სერდარ კილიჩი ეხმაურება ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ახალქალაქი-ყარსის რკინიგზა, აზერბაიჯანის რკინიგზის მსგავსად, სომხეთიდან ექსპორტისა და იმპორტისთვის უკვე ღიაა.

"ახალი ნაბიჯი პირდაპირი ვაჭრობის მიმართულებით თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში. იმედი მაქვს, რომ ეს ახალი ნაბიჯი ასევე გააძლიერებს თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ოთხმხრივ თანამშრომლობას და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში, წარმატებას მოუტანს ყველა ამ ქვეყანას", - აღნიშნავს სერდარ კილიჩი.

 

 

დღის ამბები