დაბა ხულოში ახალი მრავალფუნქციური სასპორტო სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც FIFA-ს სტანდარტების მოედანი და საჭიდაო დარბაზი მოეწყობა.
სამუშაოებს ადგილზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაეცნო, რომელმაც სოფელ ღორჯომში უკვე დასრულებული, თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი სპორტული კომპლექსიც დაათვალიერა.
ზურაბ პატარაძის განცხადებით, მსგავსი პროექტები რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის.