"ეს არის ორმაგი სტანდარტი და ძალიან ნათლად აჩვენებს, როგორი დამოკიდებულებაა სინამდვილეში, ადამიანის უფლებებისადმი ამ გაერთიანებიდან, რომელსაც სახელიღა შერჩა მარტო ევროპული" - ასე ეხმაურება პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი, კოპენჰაგენში განვითარებულ მოვლენებს.
გიორგი სოსიაშვილი ორმაგ სტანდარტზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ევროკავშირს, საქართველოსთან მიმართებით დანიისგან განსხვავებით, არასამართლიანი მიდგომები ჰქონდა:
"შემზარავი კადრები ვიხილეთ, როდესაც მშვიდობიან დემონსტრანტებს დაერივნენ და გამოიყენეს საშინლად გადამეტებულ ძალა. მათ შორის, ძაღლები მიუსიეს და ამ დროს ამ ყველაფრის ფონზე, დუმს ევროკავშირი, დუმან ე.წ. ადამიანის უფლებათა დამცველები, რომლებიც საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომწყობ ადამიანებს და ამ რევოლუციური სცენარის განმახორციელებლებს, სინდისის პატიმრებად იხსენიებენ. თურმე ჩვენთან ეს ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოს წინააღმდეგ აღმართეს ხელი, სახელმწიფომ მათ პასუხი არ უნდა მოსთხოვოს, ხოლო იქ, როცა მშვიდობიანი მომიტინგე გამოვა და გააპროტესტებს, მათ ძაღლები უნდა მიუსიონ. ეს არის ორმაგი სტანდარტი და ძალიან ნათლად აჩვენებს, როგორი დამოკიდებულებაა სინამდვილეში, ადამიანის უფლებებისადმი ამ გაერთიანებიდან, რომელსაც სახელიღა შერჩა მარტო ევროპული," - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.