"ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ", - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.
მისი განცხადებით, ჟორჟოლიანი ციხიდან სიცილ-კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა და არა ისე, როგორც "ნაცმოძრაობის" რეჟიმის ციხეში ნატანჯი და ჯანმრთელობაგანადგურებული ქალები გამოდიოდნენ.
"ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ. გამოვიდა ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა ნაცრეჟიმის დილეგი გვანცა ყუფარაძემ, რომელიც 14 წლის ასაკში გაასამართლეს შეთითხნილი ბრალდებით. ნანუკა გამოვიდა ციხიდან ისე კი არა, როგორც ნაცრეჟიმის 6-წლიანი ტყვეობიდან ძლივს სულგამოტანილი, უდანაშაულო ნორა კვიციანი. არც ქეთევან ზარნაძის, არც ხათუნა ჯანაშვილის და არც ნაცრეჟიმის ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად არ გამოსულა ნანუკა 3-დღიანი პატიმრობიდან. სიცილ-კისკისით და კუნტრუშ-კუნტრუშით გამოვიდა, როგორც რუსულ - ჩინურ-ირანული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციის ამორძალს შეეფერება", - წერს ხუბუა.