კუბის პრეზიდენტმა, რაულ კასტროს წინააღმდეგ შტატების იუსტიციის საბრალდებო დასკვნა დაგმო. მას ვაშინგტონის პოლიტიკური ოინი უწოდა, რომლის ერთადერთი მიზანი "კუბის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის უგუნურების გამართლებაა".
საქმე ეხება 1996 წელს კუბის გამანადგურებლების მიერ ორი სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოგდებას, რა დროსაც ოთხი პილოტი დაიღუპა.
"ასოშიეითედ პრესის" ცნობით, მისთვის წაყენებული ბრალდებები, სამუდამო პატიმრობას ან სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს.