პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს და ევროპულ კავშირს აკრიტიკებს. მისი განცხადებით, ევროპული კავშირი სულ უფრო ემსგავსება საბჭოთა კავშირს.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ქართველებმა თავად უნდა მართონ ქვეყნის პოლიტიკა ყოველგვარი გარე ჩარევების გარეშე.
"ის [პეტერ ფიშერი] დასცინის პრეზიდენტ ტრამპს, დასცინის ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ლისტრას, არ ვიცი საიდან აქვს ამ ადამიანს ეს განწყობები, დამოკიდებულებები, პრეტენზიები და ამგვარი ეგო, რომ ვერავინ დავაკმაყოფილეთ ეს ეგო... ყველას უნდა დაგვცინოს და ასე გველაპარაკოს, ის ფორმა, რომელიც ის ამ საკითხს ეხება, არის აბსოლუტურად გაუგებარი და ერთადერთი ახსნა აქვს ამ ყველაფერს, ეს არის კამიკაძის დონის ქმედება, რომ თავიც დაიზიანოს და საბოლოო ჯამში დააზიანოს ქართულ-გერმანული ურთიერთობა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა.
ქართველებმა ჩვენი პოლიტიკა უნდა განვახორციელოთ მშვიდად. ერთი რამე უნდა გვახსოვდეს, ჩვენ ეროვნულ ინტერესებს არცერთი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ დაიცავს. ამის მაგალითები გვაქვს ევრობრიუსელის დამოკიდებულებები ძალიან კარგად ჩანს საქართველოს მიმართ.
ჩვენ მშვიდად უნდა მივყვეთ და ავაშენოთ ისეთი სახელმწიფო, როგორიც ჩვენ გვინდა, რომ იყოს და არა ისეთი, როგორიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს. საბოლოო ჯამში, ჩვენი სიმართლე თავის თავს გაიტანს. ყოველთვის ასე იყო ყველაფერში და ეს აჩვენებს იმ ფარისევლობას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქის მხრიდან, რომელიც თავს ესხმის საქართველოს და ეხუტება მათ, ვინც საუბრობს მედიის თავისუფლებაზე საქართველოში და ჯილდოს გადასცეს მაია სანდუს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ მოლდოვაში ტელევიზიები დახურა, საუბრობს საქართველოში პარტიების თავისუფლებაზე და გმირად ჰყავთ გამოცხადებული უკრაინის და მოლდოვის ხელისუფლება, რომლებმაც პარტიები დახურეს სასამართლო გადაწყვეტილებების გარეშე. ეს არის სამწუხარო რეალობა დღეს ევროპულ კავშირში, ევროპა მხოლოდ დასახელებაში რჩება და ნელ-ნელა უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.