18 ივნისი 2026,   15:35
ვრცლად
ზელენსკის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას - Die Zeit

ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Zeit-ი წერს.

პუბლიკაციაში ხაზგასმულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილება იქნება ტესტი უკრაინისთვის - შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროკავშირის სამართლებრივი და ინსტიტუციური სტანდარტების დაკმაყოფილებას და ექნება თუ არა სამართლებრივ სახელმწიფოს საკმარისი ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს იმ კორუფციული ქსელებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა.

დღის ამბები