27 ნოემბერი 2026,   10:55
ვრცლად
რუსთავში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ რუსთავში დიდი ოდენობით ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ინფორმაციით, არაკანონიერად მოპოვებული ბუნებრივი რესურსის მოცულობა 10 000 კუბურ მეტრს აჭარბებს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა კი, 154 000 ლარს აღემატება.

ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით გადაიგზავნა შესაბამის უწყებაში.

დღის ამბები