სად გადის ზღვარი სიძულვილის ენასა და გამოხატვის თავისუფლებას შორის - ახალი სამმართველოს შესახებ "ქართულ ოცნებაში" განმარტებებს კიდევ ერთხელ აკეთებენ.
ისევე, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში - საქართველოშიც ახალი სტრუქტურის ფუნქცია სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული რიტორიკის მონიტორინგი, ასევე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება.
"დიდი ფულით ფინანსდებოდა სიძულვილის და ზიზღის გაღვივება და ადამიანის ღირსების შელახვა ენჯეო თუ აგენტურული წარმომადგენლების მხრიდან. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც, ელემენტარულად, ადამიანებს საკუთარ საქმიანობაში ხელშეშლისგან იცავს. თუ გვინდა, რომ ამ ყველაფერმა იმუშაოს კანონის შესაბამისად, აუცილებელია აღსრულების ინსტრუმენტების ფორმირებაც. აღნიშნული სამმართველო მხოლოდ და მხოლოდ იმ კანონს დაიცავს, რომელიც მიღებულია და რომელსაც საფუძველს უმაგრებს სტრასბურგის გადაწყვეტილებაც," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი.
შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი ახალი სამმართველო სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული რიტორიკის მონიტორინგზე მუშაობას პირველი ივნისიდან დაიწყებს.