გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადება, რომლის მიხედვითაც ოფიციალური თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ჩამოსცილდა და ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზას გადაუხვია, კვლავ პოლიტიკური შეფასებების საკითხია.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ვერცერთი ქვეყნის მაგალითი ვერ გამოდგება იმის არგუმენტად, რომ საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტი დათმოს.
"გერმანიის ელჩი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ თურმე, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. მოლდოვას რის ფასად უღირს გერმანიის ელჩის და მისნაირი ევრობიუროკრატების შექება და ტაშის დაკვრა - ეს არის საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის ფასი, რომელიც ნამდვილად არ გვიღირს. არც ერთი და არც მეორე ქვეყნის მაგალითი არ წაგვახალისებს იმისთვის, რომ გერმანიის ელჩმა ან მისნაირებმა შემდგომში გვაქონ", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი.