კოპენჰაგენის მოვლენების პარალელურად, დასავლეთში სამართალდამცველთა ქმედებები საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთი ხმაურიანი საქმის გამო მოექცა. ბრიტანეთში, პოლიციამ სასიკვდილოდ დაჭრილ 18 წლის სტუდენტს, ჰენრი ნოვაკს, ხელბორკილები იმ დროს დაადო, როდესაც ის სისხლისგან იცლებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეს გადაწყვეტილება თავდამსხმელის ცრუ ჩვენების საფუძველზე მიიღეს, რომელიც ამტკიცებდა, რომ კონფლიქტი რასისტულ ნიადაგზე მოხდა. რეალურად კი, ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობები თავად მიგრანტმა მამაკაცმა მიაყენა.
"ის სისხლის გუბეში იწვა და საკუთარ სისხლში იხრჩობოდა. შემთხვევის ადგილას პოლიცია მივიდა. ნაცვლად იმისა, რომ ყველაფერი გაეკეთებინათ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, ახალგაზრდას ხელბორკილები დაადეს და დააკავეს. მას რასობრივ შეურაცხყოფაში სდებდნენ ბრალს. ეს სკანდალია. რა კეთდება პოლიციელების ქმედებების გამოსაძიებლად? მოვა თუ არა პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრი და უპასუხებს თუ არა ამ შეკითხვას?"- აღნიშნავს ბრიტანეთის თემთა პალატის წევრი რობერტ ჯენრიკი.
მომხდარს სოციალურ ქსელში ილონ მასკიც გამოეხმაურა.
"ტესლას" დამფუძნებელი მზადყოფნას გამოთქვამს, პერსონალურად დააფინანსოს გამოძიება იმ სამართალდამცველთა წინააღმდეგ, ვინც ნამდვილი დამნაშავის დაკავების ნაცვლად, ბორკილები დაღუპულ ახალგაზრდას დაადო.