18 ივნისი 2026,   11:31
ვრცლად
აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაჩქარებლად პაკისტანმა დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიერა - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაჩქარებლად, პაკისტანმა დიპლომატიური ძალისხმევა გააძლიერა მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ განიხილავს ვაშინგტონის უახლეს პასუხებს, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ შეუძლია თეირანისგან "სწორ პასუხებს" რამდენიმე დღე დაელოდოს, თუმცა ასევე მზად არის ქვეყანაზე თავდასხმების განახლებისთვის.

მედიის ინფორმაციით, მყიფე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ძალაში შესვლიდან ექვსი კვირის შემდეგ, ომის დასრულების მოლაპარაკებებში პროგრესი თითქმის არ ყოფილა, ხოლო ნავთობის ფასების მკვეთრმა ზრდამ, ინფლაციისა და მისი გლობალურ ეკონომიკაზე გავლენის შესახებ შეშფოთება გაამძაფრა.

დღის ამბები