02 აგვისტო 2026,   05:44
ვრცლად
საქართველო აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების მასშტაბურ სამხედრო სწავლებას - "ტროას ნაკვალევს" მასპინძლობს

საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს "ტროას ნაკვალევს," აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ძალების ხელმძღვანელობით ევროპაში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ სამხედრო სწავლებას, რომელიც გასულ კვირას გაიხსნა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"ამ მრავალეროვნული სამხედრო სწავლების მიზანი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება, ნატოსთან თავსებადობის გამტკიცება და რეგიონული უსაფრთხოების მხარდასაჭერად ერთობლივი მზადყოფნის გაუმჯობესებაა.

2026 წლის სწავლებაში მონაწილეობს დაახლოებით 1 000 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე და ნატო-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების 2 000 სამხედრო მოსამსახურე," - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები