"კურიერმა" მოიპოვა კადრები, რომელიც 20 მაისს, საპატრიარქოს ეზოსთან მომხდარ ინციდენტს ასახავს. კადრებში ჩანს, როგორ გადაკვეთა ავტომობილმა ხაზი, გადავიდა გზის საპირისპირო მიმართულებით, შეანგრია საპატრიარქოს ჭიშკარი და აღმოჩნდა საპატრიარქოს ეზოს ტერიტორიაზე.
საპატრიარქოს ეზოში ავტომობილი გუშინ შევარდა, რომელმაც შლაგბაუმი დააზიანა და ჭიშკარი შეანგრია. მძღოლი დაკავებულია. თვითმხილველების თქმით, "ტოიოტა პრიუსის" მძღოლი ეკლესიის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.