ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა და საზეიმო ღონისძიებები ჩატარდა. N1 საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი და მათი მოადგილეებიც ესწრებოდნენ.
საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სკოლადამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
"მივულოცეთ მოსწავლეებს სკოლის დამთავრება, ვუსურვებ მათ წინსვლას, წარმატებას. დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებენ სწორ არჩევანს და აუცილებლად გამოადგებიან ჩვენს ქვეყანას", - აღნიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა.