27 ნოემბერი 2026,   17:46
ვრცლად
"შეიძლება, ტექნიკურ შეხვედრებს ჩვენი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა სამუშაო პროცესში მუდმივ რეჟიმში ვართ" - ლაშა ფარულავა

ოპოზიციის ალიანსის საორგანიზაციო შეკრება "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე - ოპოზიციაში მორიგი დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით, 2 დღის წინ, 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით, ალიანსის ლიდერების შეხვედრას "ნაციონალური მოძრაობა" არ ესწრებოდა.

აქციის გეგმებსა და საორგანიზაციო საკითხებზე ყოფილმა "ნაციონალებმა" მოქმედი "ნაციონალების" გარეშე იმსჯელეს.   

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ შეიძლება ტექნიკურ შეხვედრაზე მათი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა  სამუშაო პროცესში მუდმივ რეჟიმში არიან ჩართულები. 

"ჩვენ შეიძლება განსხვავებული კამპანია გვქონდეს 26 მაისამდე, თუმცა ვახდენთ ჩვენი აქტივისტების, მხარდამჭერების მობილიზებას, იმისთვის, რომ ოპოზიციამ მოიკრიბოს ძალა და ერთად შევეცადოთ, მივიღოთ ახალი არჩევნები. რაც შეეხება ტექნიკურ შეხვედრებს ლოგისტიკურ საკითხებზე, შეიძლება ჩვენი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა ჩვენ ვართ მუდმივ რეჟიმში სამუშაო პროცესში," - აცხადებს ლაშა ფარულავა.

 

დღის ამბები