18 ივნისი 2026,   12:56
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი აშშ-ში პოპულარულია და მას საკმარისი დრო არ აქვს ამ ომის დაწყების მიზეზების ასახსნელად

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბოლოდროინდელი გამოკითხვების შედეგების მიუხედავად ამტკიცებს, რომ ირანთან ომი არაპოპულარული არ არის. ინფორმაციის cbsnews-ი ავრცელებს.

ტრამპის თქმით, ხალხი ხვდება, რომ ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ გაუჩნდეს.

"ყველა მეუბნება, რომ ეს არაპოპულარულია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ძალიან პოპულარულია," - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპის თქმით, ამერიკელების აზრი იცვლება მაშინ, როდესაც ის მათ უხსნის, რომ დაუშვებელია ირანს ატომური იარაღი ჰქონდეს, რომელსაც პოტენციურად შეეძლება ლოს-ანჯელესის ან აშშ-ის სხვა მსხვილი ქალაქის დაზიანება.

"იცით, როდესაც ამას ხალხს ვუხსნით, მე უბრალოდ დრო არ მყოფნის, რომ ეს ბოლომდე გავაკეთო. მე ძალიან დაკავებული ვარ იმით, რომ საქმე ბოლომდე მივიყვანო," - განაცხადა ტრამპმა.

დღის ამბები