03 აგვისტო 2026,   15:01
ვრცლად
"25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის" - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში პროგრამა დაიწყო

„25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ - ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ რაჭა-ლეჩხუმის, სამეგრელოსა და სვანეთის რეგიონებში პროგრამა დაიწყო. ადგილობრივ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს განაცხადების წარდგენა ელექტრონულ პორტალზე 18 მაისიდან 17 ივნისამდე შეუძლიათ.

პროგრამის მიზანია რეგიონებში ინოვაციური სტარტაპების შექმნა, ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერება და იდეების განხორციელება.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო დედაქალაქში, არამედ თითოეულ ქალაქში, საქართველოში შეიქმნას ინოვაციური იდეები და საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს მათი განვითარების მიმართულებით. მოგეხსენებათ, 25 000 ლარამდე საგრანტო დაფინანსება შეუძლიათ მიიღონ“, - აცხადებს საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

დღის ამბები