04 აგვისტო 2026,   12:16
ვრცლად
VieVinum - საქართველომ, "საპატიო სტუმრის" სტატუსით, ვენაში, ღვინის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, მასშტაბურ საერთაშორისო ღვინის გამოფენაში VieVinum ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია და მარანი მონაწილეობდა.

აღნიშნულ გამოფენაში, საქართველო პირველად მონაწილეობდა და მისთვის, როგორც „საპატიო სტუმარი“ ქვეყნისთვის, სპეციალური საგამოფენო და სადეგუსტაციო სივრცეები იყო გამოყოფილი.

გამოფენა ორ წელიწადში ერთხელ ვენაში, ისტორიულ ჰოფბურგის სასახლეში იმართება და მასზე თავს იყრიან ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები, სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები და ღვინის მოყვარულები მსოფლიოს მეღვინეობის სხვადასხვა ქვეყნიდან.

აღნიშნული ფორმატი ხელს უწყობს სხვადასხვა ქვეყნის ღვინის კულტურის გაცნობას და საერთაშორისო ბიზნეს-კავშირების გაძლიერებას. VieVinum წარმოადგენს ავსტრიის ერთ-ერთი მნიშვნელოვან საერთაშორისო ღვინის გამოფენას, რომელიც 1998 წლიდან ტარდება.

დღის ამბები