27 ნოემბერი 2026,   17:46
ვრცლად
განსაკუთრებით ვაფასებთ მშვიდობას და მხოლოდ მშვიდობით ვიღწვით რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე დღემდე არსებული გამოწვევები - თეა ახვლედიანი

სამების საკათედრო ტაძარში ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებულ პირთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

11 იდენტიფიცირებული პირიდან ორი სამხედრო და ცხრა მშვიდობიანი მოქალაქეა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ ომის მძიმე შედეგების ფონზე, საქართველო გამოწვევების დაძლევას მხოლოდ მშვიდობის გზით აპირებს.

"აფხაზეთის რეგიონიდან გადმოსვენებული კიდევ 11 იდენტიფიცირებული პირის მათ შორის ორი სამხედრო მოსამსახურის ნეშტის დაბრუნება მოვახერხეთ ოჯახებისთვის, რაც შესაძლებელი გახდა სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში ჩართული შესაბამისი უწყების ინტენსიური მუშაობით, ერთიანი სამთავრობო მიდგომით და მხარდაჭერით.

ათასობით ადამიანი ატარებს ომის უმძიმესი შედეგების გამოცდილებას, ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ მშვიდობას და მხოლოდ მშვიდობით ვიღწვით, რომ დავძლიოთ ჩვენი ქვეყნის წინაშე დღემდე არსებული გამოწვევები,"- აცხადებს ახვლედიანი. 

დღის ამბები