20 ივნისი 2026,   21:47
ვრცლად
მარიო ნაუფალი: გერმანელმა მოზარდმა ოლაფ შოლცს სოციალურ ქსელში "ნაბი***რი" უწოდა, რასაც სახელმწიფომ ოფიციალური სისხლისსამართლებრივი ბრალდებით უპასუხა

ამერიკელი პოდკასტერის, მარიო ნაუფალის ინფორმაციით, გერმანელმა კაცმა "ტვიტერზე" (X) ოლაფ შოლცს "ნაბი***რი" უწოდა, რადგან მისი კომპიუტერული თამაშის, Fortnite-ის განახლება 173 კბ/წმ სიჩქარით იწერებოდა და 60 საათზე მეტი დასჭირდებოდა.

გერმანიის სახელმწიფომ ამას ოფიციალური წერილობითი სისხლისსამართლებრივი ბრალდებით - ცილისწამების კანონით უპასუხა.

აღნიშნულის თაობაზე იტყობინება ასევე "Clash Report", რომლის ცნობით, გერმანელი მოზარდის მიერ გამოქვეყნებულ "ტვიტს მხოლოდ 503 ნახვა ჰქონდა.

თინეიჯერს 37.9 გბ-იანი ფაილიდან მხოლოდ 102 მბ ჰქონდა გადმოწერილი, პოლიცია მასთან უფრო ადრე მივიდა, ვიდრე გადმოწერა დასრულდებოდა. საქმე მას შემდეგ დაიხურა, რაც გერმანელმა მოზარდმა პოსტი წაშალა.

დღის ამბები