თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონებსა და აეროპორტის საბაჟო-გამშვებ პუნქტს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ეწვია. მიხეილ მაღლაკელიძე თანამშრომელთა სამუშაო პირობებს გაეცნო და ახალი ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა.
აქცენტი გამოწვევების ეფექტურად დაძლევისთვის კოორდინაციის მნიშვნელობაზე გაკეთდა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მიმდინარე პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.