საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული სივრცეები, შადრევნები – ვარკეთილის მეურნეობის ყოფილ ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობა თითქმის დასრულებულია.
ადგილობრივების თქმით, ტერიტორია, რომლის ფართობიც 8 ჰექტარია, ახლა მათთვის ერთ–ერთ ყველაზე უსაფრთხო ადგილად იქცა.
რეკრეაციულ სივრცეს მალე ახალი ხე–მცენარეები, სპორტული მოედნები და საბავშვო სივრცეებიც დაემატება. შესაბამისი სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს, სრული რეაბილიტაცია კი 2026 წლის ბოლოს დასრულდება.
განახლებულ პარკში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დღეს დედაქალაქის მერმა დაათვალიერა. კახა კალაძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ თბილისის მერიისთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალი რეკრეაციული სივრცეების შექმნა და უკვე არსებულის რეაბილიტაციაა.
სამგორის რაიონში ახალი რეკრეაციული სივრცის მოსაწყობად თბილისის მერიამ 7 მილიონი ლარი გამოყო. სამუშაოები კი 8 თვეში დასრულდება.