04 აგვისტო 2026,   21:50
ვრცლად
უძველესი ქართული სიმღერები და რიტუალები - ანსამბლმა "მჭელი" სკენეს თეატრში პირველი კონცერტი გამართა

როგორ მღეროდნენ ადრე საქართველოში? - უძველესი ქართული სიმღერები და რიტუალები - ანსამბლმა "მჭელი" სკენეს თეატრში პირველი კონცერტი გამართა.

ხალხური სიმღერების გარდა, მიწისქვეშ მოწყობილ სცენაზე ანსამბლის ხელმძღვანელმა "მჭელის" რეპერტუარში არსებულ ძველ საექსპედიციო ჩანაწერებსა და სანოტო კრებულებზეც ისაუბრა, რომლებიც მათ ქართულ სოფლებში კარდაკარ მოგზაურობით შეაგროვეს.

"ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, ჩვენ შევასრულეთ ქართული ხალხური სიმღერები. ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტი გვქონდა, ეს პირველი კონცერტი იყო ჩვენთვის. ძალიან გაგვიხარდა, რომ ბევრი ხალხი მოვიდა და ამდენი ტაში და ოვაცია დავიმსახურეთ," - აღნიშნა| ანსამბლი "მჭელის" წევრმა, ლევან გუგუტიშვილმა.

დღის ამბები