07 აგვისტო 2026,   06:08
ვრცლად
ეს არ არის ჩემი განსასჯელი, ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები - ცოტნე ივანიშვილი აქციების დროს დაკავებულთა შეწყალებაზე

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების შესახებ კომენტარი ცოტნე ივანიშვილმა, დღეს ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ძალიან განიცდის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობას, განსაკუთრებითი ახალგაზრდების, თუმცა ამ საკითხის განხილვა მისი კომპეტენცია არ არის.

"ძალიან მტკივნეულია არის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით ახალგაზრდის. მეც პირადად განვიცდი ამ ფაქტებს. ამის იქით ეს არ არის ჩემი განსასჯელი, ამას განაპირობებს შესაბამისი უწყებები და მთავრობა. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით.

ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, განვიცდი წუხილს, თუმცა ამის იქით ჩემი გადასაწყვეტი არაფერი არ არის უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა უწყებებმა", - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.

ცოტნე ივანიშვილი დღეს რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებულ საზოგადოების მსვლელობას შეუერთდა.

დღის ამბები