კანის 79-ე საერთაშორისო ფესტივალის კინობაზრობაზე, საქართველოს ეროვნული პავილიონში, 15 მაისს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და სომხეთის კინოფონდს შორის.
მემორანდუმი ითვალისწინებს ორ ქვეყანას შორის კინოს სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტებისა და პროგრამების განხორციელებას, გამოცდილების გაზიარებას კინოწარმოების სფეროში.
მემორანდუმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ და სომხეთის კინოფონდის დირექტორმა, დავით ბანუჩიანმა, მოაწერეს ხელი.
კანის კინოფესტივალის კინობაზრობაზე წელს მსოფლიოს 140-ზე მეტი ქვეყნიდან 15 ათასზე მეტი ინდუსტრიის პროფესიონალი იღებს მონაწილეობას.