27 ნოემბერი 2026,   11:34
ვრცლად
"დაე, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრებამ კეთილდღეობა მოუტანოს საქართველოსა და მის ხალხს" - იაპონიის საელჩო შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს

იაპონიის საელჩო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესს და უნეტარეს შიოს, აღსაყდრებას ულოცავს.

"იაპონიის საელჩო გულითადად ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრებას.

დაე, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის აღსაყდრებამ კეთილდღეობა მოუტანოს საქართველოსა და მის ხალხს. ამ ახალ ეტაპზე, საელჩო გამოხატავს სურვილს, კიდევ უფრო განმტკიცდეს მეგობრობა და თანამშრომლობა საქართველოსთან", - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში. 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები