27 ნოემბერი 2026,   10:21
ვრცლად
ყველას ვულოცავ მის პატრიარქობას, საზოგადოებას დღევანდელმა დღემ კარგი გაკვეთილი ჩაუტარა, ის შესაძლოა შინაგანად დაძაბული იყო, მაგრამ ღირსეული - პარმენ მარგველაშვილი

"ყველას და ჩემს თავსაც ვულოცავ მის გამორჩევას, პატრიარქობას. საზოგადოებას დღევანდელმა დღემ კარგი გაკვეთილი ჩაუტარა. ის შესაძლოა შინაგანად დაძაბული იყო, მაგრამ იყო ღირსეული",  - ამის შესახებ "რუსთავი 2-ის" გადაცემაში "დებატები" საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, პარმენ მარგველაშვილმა განაცხადა. 

"ისე სწრაფად იცვლება სამყარო, ამას ვერ გააჩერებ და ძალიან ძნელია წინასწარმეტყველება, რა გამოწვევები იქნება კიდევ ხვალ და ზეგ. ჩემთვის არსებითია, რომ უკვე შემდგარია ინსტიტუცია - ქართული ეკლესია, რომელსაც ჰყავს დღევანდელი არჩევნების სახით ღირსეული სინოდი, რომელიც ისეთი გუნდია ეროვნული თვალსაზრისით, რომ მე მათი ენერგიის და ეროვნული ორიენტაციის მჯერა.

ეს ენერგია, ჩემი აზრით, ასეთი ინსტიტუციის დახმარებით, გადაიზრდება ღვთისთვის სათნო და ერის მომავლისთვის სასიკეთო მსახურებაში. მე იმედი მაქვს, რომ ეს დიდი ინსტიტუცია, რა თქმა უნდა, სხვა ინსტიტუციებთან ერთად, იქნება ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მეუფე შიოს მწყემსმთავრობით", - აცხადებს პარმენ მარგველაშვილი.

დღის ამბები