06 აგვისტო 2026,   06:26
ვრცლად
ისტორიული დღე საქართველოს ეკლესიისთვის - წმინდა სინოდმა პატრიარქად შიო III აირჩია

საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი 3-საათიანი სხდომით და წმინდა სინოდის 39 წევრის არჩევანით გადაიშალა. უმნიშვნელოვანესი დღის შემოქმედები დარწმუნებული არიან, რომ ეკლესიამ სწორი არჩევანი გააკეთა და სრულიად საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი შიო III ქართულ ეკლესიას ღირსეულად გაუძღვება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, მეუფე შიო მუჯირის არჩევის შემდეგ, მაღალი სამღვდელოების წარმომადგენლებმა თქვეს ისიც, რომ პრიორიტეტი საქართველოსთვის ზრუნვაა და პატრიარქი შიო ამ გზაზე მარტო არ იქნება. მღვდელმთავრები პირობას დებენ, რომ სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ს, მსახურებაში ყველა გვერდით დაუდგება.

საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევნებს სამების საკათედრო ტაძარში, სასულიერო პირებთან ერთად, საერთო კრების 1 200 დელეგატს შორის საერო პირებიც ესწრებოდნენ. 3 დელეგატს არჩევნების მიმდინარეობისას სიტყვით გამოსვლის საშუალებაც მიეცა. მედიასთან კი თქვეს, რომ დღეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანამ პირველად ახალი პატრიარქი აირჩია, რაც ისტორიული მოვლენაა.

მე-14 გაფართოებული საეკლესიო კრება ისტორიაში ყველაზე წარმომადგენლობითი იყო - პატრიარქის არჩევის პროცესს ეპარქიებიდან, სასულიერო აკადემიებიდან და სემინარიებიდან მოწვეული 1 200 სტუმარი დაესწრო.

დღის ამბები