27 ნოემბერი 2026,   21:39
ვრცლად
"კარგი მასპინძლის" სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებს ტრენინგები ჩაუტარდათ

აჭარაში „კარგი მასპინძლის“ სტატუსის მქონე საოჯახო სასტუმროებს სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგის მონაწილეებმა თეორიულ-პრაქტიკული სწავლება დასუფთავების სტანდარტების და ჰიგიენის მართვის, სერვირების და მომსახურების სტანდარტების, HACCP-ის სტანდარტებისა და სურსათის უვნებლობის სისტემის მიმართულებით გაიარეს.

ისინი ასევე დაესწრნენ კულინარიულ მასტერკლასებს, შეისწავლეს დღის მენიუს შედგენა და სწორად კალკულაცია.

ტრენინგები აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით და კურორტ „გოდერძიზე“ სასტუმრო „ამბასადორის“ მენეჯმენტის ჩართულობით განხორციელდა. ამ ეტაპზე, „კარგი მასპინძლის“ სტატუსს აჭარაში 15-მდე საოჯახო სასტუმრო ფლობს. პროექტი აჭარაში პირველად ხორციელდება. ის 2024 წელს დაიწყო. მასში ჩართვა საოჯახო-სასტუმროებისთვის ნებაყოფლობითია და ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი. 

დღის ამბები