03 აგვისტო 2026,   18:17
ვრცლად
კრების გახსნა, კენჭისყრის პროცესი და საბოლოო შედეგის გამოცხადება გადაიცემა პირდაპირ ეთერში - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"მკაცრად იზღუდება მობილური ტელეფონებით სარგებლობა" - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება ნაწილობრივ დახურულ ფორმატში გაიმართება.

"ნაწილობრივ გაშუქებული იქნება ეს ღონისძიება ტელევიზიით, პირველი არხის საშუალებით. ნაწილობრივ იქნება გაშუქებული, რადგანაც ნაწილი ამ სხდომისა უნდა იყოს დახურული. საჭირო ინფორმაციას და კადრებს, დასრულების შემდეგ, თუ ჩავთვლით საჭიროდ და იქნება ამის აუცილებლობა, გავავრცელებთ ჩვენ თვითონ.

გახსნა ამ კრებისა იქნება პირდაპირ ეთერში, შემდეგ კენჭისყრის პროცესი იქნება პირდაპირ ეთერში, ხოლო უკვე დათვლა, ეს აღარ გადაიცემა, ხოლო საბოლოო შედეგის გამოცხადებაც გადაიცემა პირდაპირ ეთერში. ასეთი არის ხვალინდელი დღის წესრიგი. მანქანებით მისვლა იზღუდება, შესაბამისად, ფეხით მისვლა შესაძლებელი იქნება ახვლედიანის ქუჩიდან, მეტრო "ავლაბრიდან" იმ აღმართიდან, რომელიც მიდის საკათედრო ტაძარში. ეზოში შემოსვლა და დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, შეზღუდვა ეხება შიგნით ტაძარს," - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ, ხვალ, 11 მაისს სამების ტაძარში გაიმართება.

 

დღის ამბები