ბათუმი კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს - ქართველი ახალგაზრდების წარმატებული სტარტი
ბათუმი, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. ბათუმში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა კონტაქტურ კარატეში, რომელშიც 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ საქართველო ჩემპიონატს უკვე მესამედ მასპინძლობს, ბათუმი კი ტურნირის მასპინძლის სტატუსით პირველად გვევლინება.
შეჯიბრების პირველ დღეს ტატამი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დაეთმო.
ქართველმა კარატისტებმა ასპარეზობა მედლების შთამბეჭდავი რაოდენობით დაასრულეს.
პირველი საშეჯიბრო დღის შედეგები:
ოქროს მედლები - ევროპის ჩემპიონები:
ნინო შუბითიძე (- 55 კგ)
გიორგი ძნელაძე (- 60 კგ)
საბა ჭრელაშვილი (+ 80 კგ)
ვერცხლის მედლები - ვიცე-ჩემპიონები:
ნანა ნიკურაძე (- 55 კგ)
ამირან ტატულიშვილი (- 80 კგ)
ბრინჯაოს მედლები პრიზიორები:
გიორგი ბარნაველი (- 60 კგ)
მალხაზ ქაჯაია (- 70 კგ)
ედგარ აბგარიანი (- 65 კგ)
ოსკარ ჰინშლეი (- 65 კგ)
ევროპის ჩემპიონატი ხვალ გაგრძელდება ასპარეზობაში საქართველოს კონტაქტური კარატეს ეროვნული ნაკრები ჩაერთვება.