ახალი პატრიარქის არჩევის პროცესი და ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია - ამ თემებზე გაამახვილა ყურადღება ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა პრესკონფერენციაზე. 11 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება გაიმართება, რომელზეც ახალ პატრიარქს აირჩევენ.
ნიკოლოზ მეტრეველის განცხადებით, გარკვეული ძალები ცდილობენ საპატრიარქოს საქმეებში ჩარევას და ებრძვიან ეკლესიას, თუმცა მათი მცდელობა უშედეგო იქნება. მეტრეველის თქმით, საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს პატრიარქის არჩევანს, რომელმაც სიცოცხლეშივე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ მეუფე შიო დაასახელა.
"არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ დესტრუქციულ, მავნებლურ და ბოროტ ძალებს, რომლებიც სხვადასხვა მხრიდან ერევიან საპატრიარქოს საქმეებში, ამის მცდელობები არის შიგნიდანაც და გარედანაც. გასაგებია ამ ძალების უკან ვინც დგას, ქვეყნის შიგნით არის ოპოზიცია და გარედან დიფ სთეითი, როგორც საერო ხელისუფლებაში ცდილობს შფოთი და არეულობის შეტანას, ისე აქაც.
ჩვენ ვიცით, რომ წლების მანძილზე ნიკა გვარამია და სხვები და სხვები დაუნდობლად ებრძოდნენ ქართულო ეკლესიას, ეს ძალები დღესაც კვლავაც ცდილობენ, რომ ეს გააკეთონ. ორი ვარიანტია: ჩვენ ვდგებით მეუფე შიოს გვერდით და ვცემთ ამ ანდერძს პატივს და მხარს ვუჭერთ მას, ან უგულებელვყოფთ მის ანდერძს, არჩევანი მარტივია - სიკეთესა და ბოროტებას შორის. მე აქვე მინდა ვთქვა, საპატრიარქოს შიგნით (ვგულისხმობ მეუფე ზენონს) რომელიც ცდილობს შიგნიდან დათესოს შფოთი და არეულობა ჩვენს ეკლესიაში. მე დარწმუნებული ვარ, არ არს არაფერი, რაც არ გაცხადების. მე დარწმუნებული ვარ, გავიგებთ ვისი დავალებით და რა მოტივებით მოქმედებს ეს ადამიანი,"- აცხადებს მეტრეველი.
სინოდის გადაწყვეტილებით, გაფართოებული კრება სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება.