დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა - ნაცისტური გერმანიის დამარცხებიდან 81 წელი გავიდა. 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა. მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 000 ადამიანი წავიდა. მათგან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა.
დღეს ვეტერანების ნაწილი ტრადიციულად კიკვიძის პარკში შეიკრიბა.
"გამარჯვება თითქმის 5 წელი გრძელდებოდა. იმდენი ხალხი შეიწირა ამ ომმა საბჭოთა კავშირიდან 20 მილიონზე მეტი და მსოფლიოში 300 მილიონზე მეტი ადამიანი. რა თქმა უნდა, ფაშიზმზე გამარჯვება ეს იყო უდიდესი ზეიმი - ბავშვი, ქალი, კაცი, მოხუცი ყველა ზეიმობდა. 32 ვაჟკაცი წაიყვანეს ჩვენი სოფლიდან და არც ერთი არ დაბრუნებულა. ომმა იმდენი საშინელება მოიტანა, რომ იმის კვალი დღესაც არის. არ არის ოჯახი დარჩენილი რომ ამ ომში წასული არ ყოფილიყო, ან არ გარდაცვლილიყო,"- აცხადებს ვეტერანი ვლადიმერ ტაბაღუა.
მსოფლიო ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. გვირგვინით შეიმკო დაღუპულ გმირთა მემორიალი.